მადონა არჯევანიძე იურიდიული დახმარების სამსახურში 2007 წლიდან მუშაობს და საადვოკატო საქმიანობას ეწევა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
მადონა არჯევანიძე 2002 წლიდან არის ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით.
მადონა არჯევანიძის მრავალწლიან პრაქტიკაში არაერთი წარმატებული საქმე დაგროვდა მათ შორის გამამართლებელი და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტით დასრულებული საქმეები.
მადონა არჯევანიძეს გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. 2016 წლიდან იგი არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატი.
2014 წლიდან აქტიურად მონაწილეობს იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის-ქუთაისის ბიუროს ბაზაზე ფუნქციონერებად სისხლის სამართლის კლინიკაში.
მადონა არჯევანიძე წლების მანძილზე აქტიურად ეხმარებოდა იმერეთის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს იურიდიული კონსულტაციების გაწევის გზით.
მადონა არჯევანიძე არის დაოჯახებული. ჰყავს მეუღლე და 1 შვილი.